Monday, November 7, 2016

ქართული ხალხური ცეკვა

ქართული ხალხური ცეკვები 




ისტორია

ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და უძველესი ლიტერატურული ძეგლებით დასტურდება, რომ ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედი ყოფილა სამონადირეო ცეკვა, ნაყოფიერების ღმერთის - მთვარის („შუშპა“) პატივსაცემად შესრულებული რიტუალური ფერხული. უძველესი ფერხულის რიტუალურ ხასიათს ატარებს თრიალეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ვერცხლის ფიალის გამოსახულება (ძვ. წ. II ათასწლეული) — ნიღბებიან მონადირეთა ფერხული, რომელიც ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სვანური ნადირობის ღვთაების — დალისადმი უნდა იყოს მიძღვნილი. სვანეთში დღემდეა შემორჩენილი: „სამონადირეო ფერხული“, „ლემჩილი“, „ბეთქილის ფერხული“ და სხვ. დროთა განმავლობაში პირველყო „ხორუმი“.
ბაგინეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ძვლის ფირფიტაზე გამოსახული მოცეკვავე ქალის ფიგურა (ძვ. წ. VI ს.) მიუთითებს, რომ ნაყოფიერების ღმერთის ტაძართან იმართებოდა ქალთა რიტუალური ცეკვებიც.
მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარებას მოჰყვა ახალი ადათ-წესების ჩამოყალიბება, რომლებიც აისახა მაგიური ხასიათის რიტუალურ ცეკვებში ,,მელია-ტელეფია’’, ,,ფერხულ-ოსხეპუე’’, ,,ორსართულიანი ფერხული’’, (,,ზემყრელო’’, აბარბარე’’, მირმიქელა’’ და სხვ.). აგრარული შინაარსის მასკარადი ,,ბერიკაობა’’, ,,მფერხაობის დღე’’ და სხვ. ბუნების მწარმოებელი ძალებისა და მათთან დაკავშირებული შრომით პროცესებს ეძღვნება.
მასობრივ (მამაკაცთა და ქალთა) ცეკვებთან ერთად ძველთაგანვე არსებობდა ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებული წყვილთა ცეკვები. წყვილთა ცეკვის ფორმის განვითარებისათვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნიდა სინთეზური თეატრალური სანახაობა ,,სახიობა’’, რომელიც წარმართობის დროის დიდი დღესასწაულების თანმხლები ელემენტი იყო. სახიობის მხატვრული განვითარების პროცესში ჩამოყალიბდა რომანტიკული შინაარსის განსაკუთრებული დიალოგური ფორმა, რომელიც სრულდებოდა სალექსო იმპროვიზაციით, ე. წ. ქალ-ვაჟიანით.
წმინდა საცეკვაო ელემენტების შერწყმამ ადათ-წესებისა და თამაშობების რიტუალებთან განაპირობა ისეთი ცეკვების შექმნა, როგორიცაა: „ქართული“, ”განდაგანა”, „ხორუმი“, „ფერხულ-ორსართულა“, „სამაია“, „ხანჯლური“, „მთიულური“, „მთიულური დავლური“, „ბაღდადური“ და სხვა. ეს ცეკვები თავისებური ,,აღმოჩენა’’ იყო ქართულ ქორეოგრაფიაში. დროთა განმავლობაში, შეიქმნა მრავალი საცეკვაო დასი, რომლებიც პოპულარიზაციას უწევდნენ ქართულ ქორეოგრაფიას არა მარტო საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. დიდად გაითქვეს სახელი საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლმა(მხატვრული ხელძღვანელები ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი), სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა (ხელმძღვანელი გ. ბაქრაძე, ქორეოგრაფი ბ. დარახველიძე), სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა ,,რუსთავმა’’ (მხატვრული ხელმძღვანელი რ. ჭოხონელიძე), სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ,,ერისიონმა’’.

ცეკვები

ქართული 


ქართული ჩვენს დრომდე მოღწეული რომანტიკული ხასიათის წყვილთა ცეკვებიდადნ უძველესია. ეს ცეკვა ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს, (ძველად იწოდებოდა ,,სადარბაზო’’, ,,სანადიმო’’, ,, საარშიყო’’, ,,დავლური’’, ,,ლეკური’’). ქართული ცეკვა - სადარბაზო, სატრფიალო, საარშიყო, ქალ-ვაჟთა უძველესი, რომანტიკული შინაარსის წყვილური ცეკვაა. ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალი ჩაისახა თეატრალიზებული სინთეზური სანახაობის - სახიობის წიაღში (XI-XII სს). თავდაპირველად სრულდებოდა გაცეკვებული დიალოგის სახით. ცეკვა ხუთ ნაწილიანია, ზოგჯერ სრულდება ოთხ ნაწილად. შესრულების აუცილებელი პირობაა - ქალთათვის - სამდაკვრით სვლაზე აგებული გედისებური სინარნარე, ვაჟთათვის - მრავალნაირი გასმები ტანის შეურყევლად. მუსიკალური ზომაა 6/8. ცეკვა ქართულის კლასიკური ნიმუში გვხვდება ზაქარია ფალიაშვილის ოპერებში ,,აბესალომ და ეთერი’’ და ,,დაისი’’, დიმიტრი არაყიშვილის ,,თქმულება შოთა რუსთაველზე’’, მელიტონ ბალანჩივაძის ,,დარეჯან ცბიერი’’ და სხვ.

მთიულური


მთიულური — ქართული ხალხური ცეკვების ჯგუფი, რომლებიც ერთნაირ ტექნოლოგიურ მასალაზე (მრავალფეროვანი ჩაკვრები, ცერილეთები, მუხლილეთები, ბრუნები, ხტომისებური მოძრაობები) არის აგებული. მთიულური ცეკვაც, ხევსურულის მსგავსად მთაში იღებს სათავეს და მისი შინაარსიც სატრფიალო მეტოქეობას ეფუძნება. თუმცაღა განსხვავება ისაა რომ მთიულურში, პაექრობა მოცეკვავეთა ორ ჯგუფს შორის მიმდინარეობს. ეს არის საბრძოლო ხელოვნებისა და ოსტატობის ნამდვილი ზეიმი, რომლის მუსიკალური ზომაც, უმეტეს შემთხვევაშია 2/4.


მთიულური დავლური

მთიულური დავლური მთიულურის ჯგუფის ქართული ხალხური ცეკვაა. შედგება ნელი დავლურისა და სწრაფი მთიულურისაგან. მუსიკალური ზომა 6/8.

ბაღდადური

ბაღდადური ქართული ქალაქური ცეკვაა. აღმოცენდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში. განსაკუთრებით დამკვიდრდა ხალხურ საგაზაფხულო დღესასწაულზე-ყეენობაზე. ბაღდადურს საფუძვლად დაედო, ძველებური ქართული, გლეხური ცეკვის ”ბუქნის”, ხტომითი მოძრაობები და პანტომიმის ელემენტები. ბაღდადურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეატრალიზებული დადგმაა ”ძველი თბილისის სურათები” (ქორეოგრაფი ი. ბაგარატიონი). ბაღდადაურის ელემენტები, კომპოზიტორმა ვ.დოლიძემაც გამოიყენა თავის ოპერაში ”ქეთო და კოტე”. მუსიკალური ზომაა 6/8

განდაგანა


განდაგანა აჭარული წარმოშობის ცეკვაა. ასრულებს ძირითადად ქალ- ვაჟი, თუმცა არსებობს მისი ჯგუფური შესრულების ვარიანტიც. ამ ცეკვის ძირითადი ელემენტებია: ორი დაკვრით გვერდული გადაადგილება, ე.წ ” ჩაკვრის” ტიპის სპეციალური სახასიათო მოძრაობა და სხვა. გამოირჩევა ულამაზესი, მკვეთრი ფერის კოსტიუმებით. შედგება სამი- ნელი, ჩქარი და ისევ ნელი ნაწილისაგან. მუსიკალური ზომაა 6/8.

დავლური

დავლური განეკუთვნება ქართული ჯგუფური ცეკვების რიცხვს, სრულდება ნელი დავლით, ნარნარი მიხვრა-მოხვრით. ამ ცეკვის კომპოზიციური მონახაზი: მწკრივების შექმნა, დაშლა, წყვილად დაყოფა, წრეზე სვლა და ა.შ, ბევრი სხვა ქართული ცეკვისთვისაცაა დამახასიათებელი. დავლურის ქართულ ცეკვაში გარდამავალი ელემენტები გამოყენებულია ქართველ კომპოზიტორთა ისეთ ცნობილ ოპერებში როგორიცაა: მელიტონ ბალანჩივაძის ”დარეჯან ცბიერი”, დიმიტრი არაყიშვილის ”თქმულება შოთა რუსთაველზე” და სხვა.

სამაია

სამაიამ ქალთა ცეკვის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა წარმართობის დროის ცეკვა ,,სამაიამ’’, რომელსაც სამი მოცეკვავე ასრულებს (,,სამთა გვამთა’’ - ვახტანგ ბატონიშვილი), ეძღვნება ნაყოფიერების ღმერთს - მთვარეს. წარმართობის დროინდელი ქართულ სარიტუალო საფერხულო ცეკვას ასრულებდნენ ქალთა, ვაჟთა ან შერეული ჯგუფები ,,ძეობის’’ დღესასწაულზე. ტერმინი ,,სამაია’’ სულხან საბა ორბელიანის განმარტებით აღნიშნავს ,,როკვას, შუშპარს’’. დროთა განმავლობაში ,,სამაიამ’’ დაკარგა რიტუალურ-საკულტო მნიშვნელობა. შემსრულებელთა რაოდეობაც მთელ რიგ შემთხვევებში აჭარბებს წეს-ჩვეულებით დაკანონებულ რიცხვს - სამს. ამჟამად ჩვენში გავრცელებული ,,სამაია’’ სამეულის პრინციპზეა აგებული და თეატრალიზებული ფორმით სრულდება ქალთა ჯგუფების მიერ (გვხვდება ა. ბალანჩივაძის ,,მთების გულში’’).

ხევსურული

მთაში დაბადებული ეს ცეკვა, თავის თავში აერთიანებს: ტრფობის, ვაჟკაცობისა და ქალისადმი პატივისცემის ელემენტებს. ცეკვა ხევსურული, წყვილის ფლირტით იწყება, რომელშიც მოულოდნელად მესამე მამკაცი, სავარუდოდ ქალის კიდევ ერთი თაყვანისმცემელი ერევა. ელვის უსწრაფესად, ქალ-ვაჟს შორის ფლირტს სცენაზე, მეტოქეთა შორის ხელჩართული ორთაბრძოლა ცვლის. მათი დაზავება კი, მხოლოდ დავის ობიექტი ქალბატონის მიერ, მოპაექრეთა შორის ჩაგდებული მანდილით ხერხდება. როგორც კი ქალი ტოვებს ბრძოლის ველს, მამაკაცებს შორის დუელი უფრო ენერგიული ტემპებით გრძელდება, საბოლოო ჯამში, ორთაბრძოლა ისევ და ისევ მანდილოსანთა ჩარევით, ამჯერად უკვე საბოლოოდ და მშვიდობიანად მთავრდება. ურთულესი მოძრაობები, რომლითაც ცეკვის დროს საბრძოლო მოქმედებების იმიტირება ხდება, საოცარი ოსტატობითა და სიზუსტით სრულდება. მოცეკვავისგან ამ მოძრაობების შესრულება დიდ ტაქნიკას და ინტენსიურ პრაქტიკას მოითხოვს.

სიმდი და ხონგა 

ეს ორი ცეკვა ოსეთის რეგიონიდან იღებს სათავეს. მათ შორის ბევრი საერთოა, თუმცა ბევრია განსხვავებაც. მოძრაობები, კოსტიუმები (გრძელსახელოებიანი სამოსი, მაქსიმალურად მაღალი, წოწოლა თავსაბურავები) ორივე ცეკვაში ერთნაირია, თუმცა ხონგას მოცეკვავეთა შედარებით მცირე რაოდენობა ასრულებს, სიმდში კი მათი რიცხვი გაცილებით მეტია. ხონგას შესრულებაში განსაკუთრებით რთული და ამასთანავე სანახაობრივად ულამაზესი, მამაკაცის პარტიაა. სიმდი კი წყვილთა ნელ და ზუსტ მოძრაობებზეა აგებული. ამ ცეკვის მთავარი სილამაზე მოცეკვავეთა მწკრივების რიტმულ, ერთიან ტრიალსა და მათი შავ-თეთრი სამოსის მონაცვლეობა-კონტრასტს ეფუძნება.

ჯეირანი

ქორეოგრაფიული ქარგა ამ ულამაზესი ცეკვის, რომლის ერთ-ერთი ბრწყინვალე შემსრულებელიც ცნობილი ქართველი მოცეკვავე, ქართული ნაციონალური ბალეტის ”სუხიშვილების” დამფუძნებელი, ქალბატონი ნინო რამიშვილი იყო, აგებულია კლასიკური ბალეტის ილეთებისა და ნადირობის რიტუალის ამსახველი დინამიური სცენების სინთეზზე.

ყაზბეგური

საქართველოს მთიანეთში დაბადებული ეს ცეკვა, თავისი შინაარსითა და ქორეოგრაფიული მონახაზით, გარკვეულწილად ასახავს კიდეც მთის ცხოვრებისთვის დამახასიათებელ მკაცრ და ხისტ ატმოსფეროს, რაც საცეკვაო მოძრაობების დინამიზმსა და სიზუსტეში გამოიხატება. აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ ამ ცეკვას მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ და ეს ასპექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, მთის ბინადართათვის დამახასიათებელ ხასიათის სიმტკიცესა და მდგრადობას, რომლის წარმოჩენაც ცეკვა ”ყაზბეგურის” მთავარი ლაიტმოტივია.

კინტოური

კინტოური ქალაქური ტიპის ცეკვათა რიცხვს განეკუთვნება და თავისი არსით ძველი ქალაქის ცხოვრებას ასახავს, თავად ცეკვის სახელწოდება, ძველი თბილისის კოლორიტი წვრილი ვაჭრების, კინტოების სახელს უკავშირდება. მოცეკვავეთა სამოსიც კინტოებისთვის დამახასიათებელია, შავი ატლასიას შარვალ-ხალათი და ვერცხლის ქამარში გაჩრილი აბრეშუმის წითელი ხელსახოცი. კინტოები ამ ხელსახოცებში გამოაკრავდნენ ხოლმე მყიდველის მიერ არჩეულ საქონელს (ძირითადად ხილს ან ბოსტნეულს) ასაწონად. კინტოებისთვის დამახასიათებელი გამჭრიახობა, სიმკვირცხლე და კომუნიკაბელურობა კარგადაა ასახული ”კინტოურის” ქორეოგრაფიულ გადაწყვეტაში.

ფარცა

ეს ცეკვა გურიის რეგიონიდან იღებს სათავეს, გამოირჩევა უსწრაფესი და ულამაზესი ილეთებით. მისი დინამიური ქორეოგრაფიული ქარგა, ურთულესი ხტომითი მოძრაობები, მოცეკვავეების მიერ სცენაზე შეკრული კამარა, მაყურებელში ერთდროულად იწვევს აღფრთოვანებისა და ზეიმის განცდას.

ხანჯლური

ხანჯლური ქართული ხალხური ცეკვაა; ასრულებენ ხანჯლებით. აგებულია მთიულური ცეკვის ელემენტებზე. წარმოადგენს ცეკვისა და ჟონგლიორობის სინთეზს. საცეკვაო ილეთების შესრულებასთან ერთად მოცეკვავე ხანჯლებს მაღლა ისვრის, ისევ იჭერს და ოსტატურად ასობს იატაკზე (მიწაში).

Saturday, November 5, 2016

შემოდგომა

 1 დღეც და ზაფხული ოფიციალურად დამთავრდება,რაც კი იმას ნიშნავს, რომ ბევრისთვის სასიამოვნო, ბევრისთვის კი მოსაწყენი შემოდგომა დაიწყება. შემოდგომასთან ერთად დაიწყება სკოლები დ უნივერსიტეტები, რაც ბევრი ჩვენგანის მოწყენილობის მიზეზია. ალბათ ძალიან ცოტა თუ მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელსაც ზაფხულის დასრულება და სექტემბრის მოსვლა სურს, მაგრამ თუ დაფიქრდებით, ისევე როგორც წელიწადის ყველა დროს, ასევე შემოდგომასაც აქვს თავისი ხიბლი.ცივი, წვიმიანი, ქარიანი ამინდები, ცხელი ყავა და თბილი ლოგინი, დაბინდული, მოღრუბლული ცა და რაღა თქმა უნდა რომანტიკული, ჰარმონიული საღამოები ... მოდით იმისთვის რომ ამ ყველაფრის განწყობაზე დადგეთ, შემოგთავაზებთ ფოტოკრებულს.




შემოდგომაზე ხომ ბუნება ძალიან ლამაზ ფერებში ასრულებს კიდევ ერთ ციკლს , რათა დაიძინოს და გაზაფხულზე თავიდან გაიღვიძოს... 


შემოდგომა — წელიწადის დრო, რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში შემოდგომის ბუნიობიდან (23 სექტემბერიზამთრის მზებუდობამდე (22 დეკემბერი) გრძელდება. ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოდგომას უწოდებენ სექტემბრისოქტომბრისა და ნოემბრის თვეებს. ამ პერიოდში სამხრეთ ნახევარსფეროში გაზაფხულია. დღე საგრძნობლად მოკლდება, იწყება გრილი ამინდები და ფოთოლცვენა. შემოდის მრავალგვარდი ხილი. ბუჩქები დახუნძლულია კენკრით.
იწყება სთველი, მოსავლის აღების ალო, შემდეგ ყანებს საშემოდგომოთ გადახნავენ. ბევრი ცხოველიც და ადამიანიც ზამთრისთვის საკვებს იმარაგებს. ფრინველების უმრავლესობა თბილ ქვეყნებში მიფრინავს.


შემოდგომის პირველი ამოსუნთქვა - უბრალოდ ბედნიერება მცხუნვარე ზაფხულის შემდეგ.

მე მიყვარს შემოდგომა, მიყვარს სურნელების გამო, რომლებსაც შევიგრძნობ. ასვე იმიტომ, რომ ნივთები და საგნები წყვეტენ არსებობას. საგნები, რომლებზე ზრუნვაც აღარ გიწევს...

შესანიშნავი შემოდგომაა! მთელი სულით შევიგრძნობ მას, და რომ ვყოფილიყავი ჩიტი, მე შემოვუფრენდი დედამიწას შემდეგი შემოდგომის ძიებაში.





ახლა ყველაფერი უკანსვლით მიდის. როგორც ფილმში - როდესაც მოქმედებას წინიდან უკან ახვევენ: ხლახი ხდება წყლიდან უკან, ტრამპლინზე. დდგება სექტემებრი, ხურავ სარკმელს, რომელიც გააღე ივნისში, იხდი ტენისის ფეხსაცმელს, რომელიც ასევე ივნისში ჩაიცვი და კვლავ იცვამ კუთხეში მიგდებულ თვილ ფეხსაცმელს. ახლა ხალხი სწრაფად იმალება სახლებში, როგორც გუგული იმალება გუგულის საათში, მას შემდეგ რაც დროს შეგვატყობინებს. ისმის კარის მოჯახუნების ხმა, ყველანაირი ხმაური წყდება, გარდა ხიდან ცამოცვენილი ფოთლების შრაშურისა. 


შემოდგომა ტოვებს თავის სიმსუბუქეს, ნელ-ნელა გადადის ცივ და სუსხიან სეზონში. არც კი მახოვს, რომ ზაფხულს დამშვიდობება მაინც მოესწროს.

როგორც არ უნდა უწევდეს წინააღმდეგობას მეგაპოლისი, შემოდგომის სუფთა და სასიამოვნო არომატს მაინც ვერ დამარხავს.
ზაფხული ჩუმად მიიწურა და შემოდგომამაც გადაწყვიტა არამარეს ბოქლომი დაადოს, მანამ სანამ არ გამოჩნდება გაზაფხული.

ერთი ჩამოვარდნილი ფოთოლიც კი შემოდგომის მოახლოების ნიშანია.



შემოდგომა არ მიყვარს მაშინ, როდესაც ლოდინში ვარ. ველოდები იმ ადამიანს, რომლის გარეშრც შემოდგომას აზრი არ ექნება.

მე მინდა დავინახო, როგორ ჩამოვარდება უკანაკნელი ფოთოლი. მე დავიღალე ლოდინით. მე დავიღალე ფიქრით. მე მინდა გავთავისუფლდე ყველალფრისგან, რაც მბოჭავს - გავფრინდე, სულ ქვემოთ და ქვემოთ, როგორც ერთ-ერთი სევდიანი,დაღლილი ფოთოლი. [ო.ჰენრი]

ირგვლივ ნესტიანი და ცივი ამინიდა, თითქოს სწორედ დღეს დადგა ზაფხულის აღსასრული. უკვე ჰაერში ტრიალებს ცუდად განათებული ტროტუარების, მობუზული მხრებისა და თავზე კაპიშონის სურნელი. 
შემოდგომა - ადამიანის სულშია. როგორც გაზაფხული, ზაფხული, ნებისმიერი სეზონი, ნებიზსმიერი ამინდი. ასე რომ ერთი და იმავე წვიმას ზოგი ხელებგაშლილი, სიხარულით აღსავსე ეგებება, ხოლო მეორე იშმუშნება, სევდით ივსება და უფრო მეტაც იმალება საწვიმარში. ამინდი ჩვენშია, ხოლო წვიმა...უბრალოდ წვიმს. ბოროტებისა და სიკეთის, ბედნიერებისა და სევდის ფერებმოკლებული, წვიმა მოდის ჩვენს სულებში.  




საერთაშორისო ურთიერთობა


საერთაშორისო სისტემა



საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში საკვანძო მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს 1648 წლის ვესტფალიის ზავი, საიდანაც დაიწყო თანამედროვე პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება. მანამდე ევროპული შუასაუკუნებრივი პოლიტიკური ხელისუფლების ორგანიზაცია დამყარებული იყო ბუნდოვნად განსაზღვრულ რელიგიურ იერარქიაზე. ვესტფალიის ზავმა დააფუძნა სუვერენიტეტის ცნება, რომელიც არსებითად ნიშნავდა იმას, რომ სახელმწიფოს მმართველი არ აღიარებდა თავისზე მაღალ ან თავის სწორ ხელისუფალს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც. კლასიკური ბერძენი ან რომაელი ხელისუფლის ტიპი ვესტფალიის სისტემის ჩარჩოში შეიძლება ჯდებოდეს კიდეც, მაგრამ იგი აშკარად მოკლებულია სუვერენიტეტს. ვესტფალიის ზავმა ხელი შეუწყო ერი-სახელმწიფოს აღმავლობას, დიპლომატიისა და არმიის ინსტიტუციონალიზაციას. ეს განსაკუთრებული ევროპული სისტემა კოლონიალიზმის შედეგად გავრცელდა სხვა კონტინენტებზეც. თანამედროვე საერთაშორისო სისტემა საბოლოოდ ჩამოყალიბდა დეკოლონიზაციის შემდეგ, ცივი ომის პერიოდში. მიუხედავად ამისა, სისტემის ცნება მაინც გამარტივებულია. მაშინ როდესაც ერი-სახელმწიფოების სისტემა მიჩნეულია „მოდერნულად“, არსებობს ქვეყნები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან მას და იწოდებიან „პრე-მოდერნულად“. ამასთანავე ერთეულ ქვეყნებს შეიძლება ვუწოდოთ „პოსტ-მოდერნულიც“.



თეორია


ის, რაც დღეისათვის იწოდება, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების თეორია, ფაქტობრივად ჩამოყალიბდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. თეორიას რა თქმა უნდა აქვს გარკვეული ტრადიციებიც, რადგან მრავალი საუკუნის განმავლობაში იგი ვითარდებოდა, როგორც სხვა სოციალური მეცნიერებების შემადგენელი ნაწილი. აბრევიატურის (სუ) გამოყენება მიზანშეწონილია იმდენად, რამდენადაც საჭიროა ერთმანეთისგან განვასხვავოთ საერთაშორისო ურთიერთობების თეორია და საერთაშორისო ურთიერთობების ფენომენი.
მიიჩნევენ, რომ თუკიდიდეს პელოპონესის ომის ისტორია არის რეალისტური თეორიის ყველაზე უფრო ძველი ნიმუში, რომელიც შემდგომში განვითარდა ჰობსის ლევიათანსა და მაკიაველის მთავარში. შესაბამისად ლიბერალიზმის სათავეები უნდა ვეძებოთ კანტთან და რუსოსთან, როგორც „დემოკრატიული მშვიდობის თეორიის“ პირველ ინსპირატორებთან. თუმცა თანამედროვე ადამიანის უფლებები ტიპობრივად დიდად განსხვავდება იმისგან, რასაც უწოდებდნენ ბუნებით უფლებებსფრანცისკო დე ვიტორიაჰუგო გროტიუსი და ჯონ ლოკი ამ ტერმინში გულისხმობდნენ ადამიანის საერთო, უნივერსალურ უფლებებს. ზემოთ მოყვანილ თეორიებთან ერთად ასევე უნდა აღვნიშნოთ მარქსისტული მიდგომაც ლიბერალური ინტერნაციონალიზმის შესახებ.

შესწავლა

თავდაპირველად საერთაშორისო ურთიერთობები, როგორც განსაზღვრული დისციპლინა, იყო აბსოლუტურად ბრიტანო-ცენტრული. 1919 წელს საერთაშორისო ურთიერთობების კათედრა დაარსდა უელსის უნივერსიტეტში, აბერისთვითში, დევიდ დეივისის ფინანსური მხარდაჭერით. 20-იანი წლების დასაწყისში ნობელის პრემიის ლაურეატის ფილიპ ნოელ-ბეიკერის ინიციატივით ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში ჩამოყალიბდა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი. 1927 წელს კი ჟენევაშიდაარსდა პირველი უნივერსიტეტი, რომელიც მთლიანად ეძღვნებოდა საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლას. მისი მიზანი იყო ერთა ლიგისთვის სპეციალისტების მომზადება. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების შემსწავლელი სკოლები დაარსდა აზიასა და სამხრეთ ამერიკაშიც, დისციპლინის აკადემიურ ცენტრად მაინც ითვლება ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა.


თეორია

ეპისტემოლოგია

საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები შეიძლება უხეშად დავყოთ ორ ეპისტემოლოგიურ ბანაკად: „პოზიტივისტურ“ და „პოსტ-პოზიტივისტურ“ მიდგომებად. პოზიტივისტური თეორიები მიდრეკილნი არიან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისმეთოდების გამოყენებისკენ, აკეთებენ რა მატერიალური ძალების ანალიზს. ძირითადად ისინი ეხებიან სუ-ს თეორიის ისეთ ასპექტებს, როგორებიცაა: სახელმწიფო ურთიერთობები, სამხედრო ძალთა სიძლიერე, ძალთა ბალანსი და ა. შ. პოსტ-პოზიტივისტური ეპისტემოლოგია უარყოფს იდეას, რომ სოციალური მოვლენები შეიძლება შევისწავლოთ ობიექტური და ნებელობისგან დამოუკიდებელი(value-free) გზებით. ის უარყოფს ნეორეალიზმის/ლიბერალიზმის ცენტრალურ იდეებს, როგორიცაა მაგალითად რაციონალური არჩევანის თეორია. მეცნიერული მეთოდები შეუსაბამოა საზოგადოებრივი ცხოვრების აღსაწერად და შესასწავლად. პოზიტივისტური თეორიები, მაგალითად ნეორეალიზმი,გვთავაზობს მიზეზ-შედეგობრივ ანალიზს, მაშინ როდესაც პოსტპოზიტივისტური თეორიები სვამენ კონსტიტუტურ კითხვებს:რას ნიშნავს „ძლიერება“, რითი განისაზღვრება იგი, როგორ ხდება მისი შეძენა და რეპროდუცირება და ა. შ. ხშირად პოსტ-პოზიტივისტური თეორიები იყენებენ ნორმატიულ მიდგომას სუ-ს თეორიაში ეთიკის გათვალისწინებით. ეს ფაქტობრივად ყოველთვის იგნორირებულია „ტრადიციული“ თეორიების მიერ. პოზიტივისტური თეორიები ასხვავებენ ერთმანეთისგან „ფაქტებს“ და ნორმატიულ მსჯელობებს, ან „ღირებულებებს“. მე-20 საუკუნის 80-იან და 90-იან წლებში პოზივისტურსა და პოსტპოზიტივისტურ მიდგომებს შორის დებატები ცნობილია მესამე „დიდი დებატების“ სახელით.


პოზიტივისტური თეორიები

ლიბერალიზმი/იდეალიზმი/ლიბერალური ინტერნაციონალიზმი

ლიბერალიზმის აღმავლობა დაკავშირებულია პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდთან,როგორც პასუხი სახელმწიფოების უმოქმედობაზე ომის წინააღმდეგ საერთაშორისო ურთიერთობებში. ადრეული მიმდევრები ვუდრო ვილსონი და ნორმან ენჯელი ომს მიიჩნევდნენ აბსოლუტურად უსარგებლოს მისი ყველა მონაწილისთვის. მათი აზრით, სახელმწიფოები თანამშრომლობის დროს მეტს იგებენ, ვიდრე მაშინ, როდესაც ერთმანეთში ომობენ. ლიბერალიზმი არ ითველობდა თანმიმდევრულ თეორიად, სანამ ედვარდ ქარმა არ მოაქცია იგი ტერმინ „იდეალიზმის“ ჩარჩოში.

რეალიზმი

რეალიზმი იყო პასუხი ლიბერალიზმზე, რომლის ამოსავალი დებულება მდგომარეობდა იმაში, რომ სახელმწიფოები არ ცდილობენ თანამშრომლობას. ადრეული რეალისტები ედვარდ ქარი და ჰანს მორგენთაუ მიიჩნევდნენ, რომ საკუთარი უსაფრთხოებაზე ზრუნვის გამო სახელმწიფოები არიან ეგოისტური რაციონალური აქტორები,რომლებიც ისწრაფვიან ძალაუფლებისკენ. ნებისმიერი სახის თანამშრომლობა ქვეყნებს შორის აღიქმება, როგორც შემთხვევითი.რეალისტებისთვის მეორე მსოფლიო ომი იყო მათი იდეების ერთგვარი დადასტურება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თანამედროვე რეალისტების მიერ კლასიკური რეალისტები:თუკიდიდეჰობსიდა მაკიაველი ხშირად არიან მოხსენიებულნი, როგორც „დამფუძნებელი მამები“. მიუხედავად იმისა, რომ მათი იდეები ხშირად პასუხობენ რეალისტურ დოქტრინას, შეიძლება ისინი სრულებითაც არ განსაზღვრავდნენ საკუთარ თავს რეალისტებად.

ნეორეალიზმი

ნეორეალიზმი განავითარა კენეტ უოლცმა, რომელიც მას უწოდებდა „სტრუქტურულ რეალიზმს“. უოლცი რეალიზმის ემპირიული დაკვირვების მეთოდის შენარჩუნებით საერთაშორისო ურთიერთობებს განსაზღვრავს, როგორც ანტაგონისტურ სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებს. იგი მიიჩნევს, რომ სისტემის ხასიათს განაპირობებს მისი ანარქიულობა. სახელმწიფოები ხელმძღვანელობენ ფარდობითი მოგებით და იცავენ „ძალთა წონასწორობას“. რეალიზმისგან განსხვავებით ნეორეალიზმს სურს თავისი თავი განსაზღვროს, როგორც უფრო მეცნიერული და პოზიტივისტური. მთავარი განმასხვავებელი ნიშანი რეალიზმსა და ნეორეალიზმს შორის არის ის, რომ ეს უკანაკსნელი არ აღიარებს ბიჰევიორალისტურ მიდგომას სუ-ს თეორიასთან.

ნეოლიბერალიზმი

ნეოლიბერალიზმი ცდილობს ლიბერალური შეხედულებების გადასინჯვას ნეორეალისტური მტკიცების საფუძველზე და აღიარებს სახელმწიფოთა განსაკუთრებულ როლს საერთაშორისო ურთიერთობებში, მაგრამ ამასთანავე მიუთითებს არასამთავრობო აქტორებისა და ინტერნაციონალური ორგანიზაციების როლზეც. ნეოლიბერალიზმის ერთ-ერთი აპოლოგეტი ჯოზეფ ნაი თვლის, რომ სახელმწიფოები ერთიანდებიან აბსოლუტური მოგების მიღების მიზნით. ცივი ომის პერიოდში გლობალური ურთიერთდამოკიდებულების ფონზე ნეოლიბერალისტები თავიანთ თეორიას უწოდებდნენ ლიბერალურ ინსტიტუციონალიზმსაც. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოებს აქვთ თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ხალხის სუვერენიტეტის უფლების დაბლოკვის მიუხედავად. ნეოლიბერალიზმი ასევე შეიცავს ეკონომიკურ თეორიასაც, რომელიც საუბრობს სახელმწიფოს როლზე თავისუფალ ბაზრებზე მონოპოლიების ჩამოყალიბების წინააღმდეგ.

ოსტპოზიტივისტური/რეფლექტივისტური თეორიები


საერთაშორისო საზოგადოების თეორია(ინგლისური სკოლა)

საერთაშორისო საზოგადოების თეორია, ან როგორც მას უწოდებენ ინგლისური სკოლა, აქცენტს აკეთებს სახელმწიფოების საერთო ღირებულებებზე_როგორც არეგულირებენ ისინი მათი გამოყენებით საერთაშორისო ურთიერთობებს. ამგვარი ნორმების მაგალითებია: დიპლომატია, წესრიგი, საერთაშორისო სამართალი. ნეორეალიზმისგან განსხვავებით ამ თეორიას არ აქვს გამოკვეთილად პოზიტივისტური მიდგომა. თეორეტიკოსები ძირითადად ფოკუსირდებიან ჰუმანიტარულ ინტერვენციაზე სუ-ს თეორიაში და იყოფიან ორ ჯგუფად: სოლიდარისტები, რომლევიც იცავენ მას და პლურალისტები, რომლებიც წესრიგს და სუვერენიტეტს უფრო მაღალ ღირებულებებად მიიჩნევენ. ნიკოლას ვილერი არის ცნობილი სოლიდარისტი, მაშინ როცა ჰედლი ბულიითვლება ყველაზე გამოკვეთილ პლურალისტად.

სოციალური კონსტრუქტივიზმი

სოციალური კონსტრუქტივიზმი მოიცავს მრავალ თეორიას,რომლებიც პასუხობენ ონტოლოგიურ და ეპისტემოლოგიურ კითხვებზე.კონსტრუქტივიზმი არ არის უშუალოდ სუ-ს თეორია, მაგალითად როგორც ნეორეალიზმი,არამედ იგი წარმოადგენს სოციალურ თეორიასკონსტრუქტივიზმი საერთაშორისო ურთიერთობებში ჰოპფის (1998) მიხედვით შეიძლება დაიყოს კონვენციონალურ და კრიტიკულ კონსტრუქტივიზმად. ორივე შემთხვევაში კონსტრუქტივიზმს აინტერესებს იდეური ძალების როლი საზოგადოებაში. ყველაზე უფრო ცნობილი კონსტრუქტივისტი, ალექსანდრე ვენდტი თავის 1992 წლის სტატიაში ამბობს, რომ „ანარქია არის ის, რასაც სახელმწიფოები ქმნიან მისგან“. ამით მას სურს მიგვანიშნოს, რომ ანარქიული სისტემა, რომელიც ნეორეალისტური თეორიის მიხედვით განსაზღვრავს ქვეყნების ურთიერთობებს, არის თავად სახელმწიფოების მიერ სოციალურად კონსტრუირებული და რეპდროდუცირებული ფენომენი. მაგალითად,თუ სისტემაში წამყვანი იდეა არის ანარქია, როგორც სიცოცხლისა და სიკვდილის სიტუაცია(ანუ ვენდტის ტერნიმოლოგიის მიხედვით „ჰობსისეული ანარქია“), მაშინ სისტემა შეიძლება დავახასიათოთ როგორც კონფლიქტური და საომარი. სხვა მხრივ, ანარქია შეიძლება განიხილებოდეს, როგორც დროებითი შეზღუდვა (ე.წ. „ლოკისეული ანარქია“), სანამ არ ჩამოყალიბდება უფრო მშვიდობიანი სისტემა. ამ გაგებით ანარქია დაფუძნებულია სახელმწიფოთა ურთიერთობების ფორმაზე და იგი არ წარმოადგენს გარდაუვალ და ბუნებრივ მდგომარეობას.
თეორიას ჰყავს კრიტიკოსები ეპისტემოლოგიური დაყოფის ორივე ბანაკიდან. პოსტპოზიტივისტები მიიჩნევენ,რომ კონსტრუქტივიზმის მიერ სახელმწიფოზე ფოკუსირება ეთნიკურობის/რასის/კლასის/გენდერის ინტერესების შეწირვით, ერთგვარი პოზიტივიზმია. ვენდტის მიერ რაციონალური არჩევანის თეორიის შეფარული გამოყენება მის კრიტიკოსებს, მაგალითად სტივენ სმითს, ახალ საბაბს აძლევს. პოზივისტი ნეორეალისტი/ნეოლიბერალისტი მკვლევარები მიიჩნევენ, რომ სოციალური კონსტრუქტივიზმი შეიცავს საკმარის პოზიტივისტურ ელემენტებს, იმისათვის, რომ ჩაითვალოს პოზიტივისტურ თეორიად.

კრიტიკული თეორია


მარქსიზმიკრიტიკული თეორია საერთაშორისო ურთიერთობებში არის კრიტიკული მიდგომა საერთაშორისო ურთიერთობებთან. თეორიის აპოლოგეტები, ენდრიუ ლინკლეიტერი და რობერტ კოქსი საუბრობენ ადამიანის სახელმწიფოდან ემანსიპაციისაუცილებლობაზე. ამის გამო ეს მიდგომა ითვლება სახელმწიფო-ცენტრული თეორიების კრიტიკად.
მარქსისტული და ნეომარქსისტული სუ-ს თეორიები უარყოფენ რეალისტურ/ლიბერალურ წარმოდგენებს სახელმწიფოებს შორის კონფლიქტსა და თანამშრომლობაზე. ისინი, ნაცვლად ამისა, ყურადღებას ამახვილებენ ეკონომიკურ და მატერიალისტურ ასპექტებზე.
მარქსიზმის მიხედვით საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო დამყარებულია ეკონომიკაზე. მარქსისტები საერთაშორისო სისტემას უყურებენ, როგორც ინტეგრირებულ კაპიტალისტურ სისტემას, რომელიც მიმართულია კაპიტალის დაგროვებისკენ. ამგვარად, კოლონიალიზმის პერიოდმა მოიტანა გასაღების ბაზრები და ნედლეულის წყარო, დეკოლონიალიზმმა კი ამ ყველაფერს ახალი, დამოკიდებულების ფორმა მისცა.
მარქსისტულ თეორიასთან მჭიდროდაა დაკავშირებული დამოკიდებულების თეორია, რომლის მიხედვითგანვითარებული ქვეყნები ცდილობენ შეაღწიონ განვითარებად სახელმწიფოებში პოლიტიკური მრჩევლების, მისიონერებისექსპერტების, მულტინაციონალური კორპორაციების მეშვეობით. მათი მიზანია განვითარებადი ქვეყნების ინტეგრაცია ერთიან კაპიტალისტურ სივცრებში, რათა ხელი შეუწყონ ღარიბი ქვეყნების დამოკიდებულებას მდიდარ ქვეყნებზე. მარქსისტული თეორიები შეერთებულ შტატებში პოპულარული არაა და დამახასიათებელია უფრო კონტინენტური ევროპისთვის. ასევე პოპულარულია ლათინურ ამერიკაშიც ლიბერაციონალური თეოლოგიის სახით.

პოსტსტრუქტურალისტური თეორიები

პოსტსტრუქტურალისტური თეორიები საერთაშორისო ურთიერთობებში განვითარდა პოლიტიკურ მეცნიერებებში პოსტმოდერნული სწავლებებისგან 80-იან წლებში. პოსტსტრუქტურალიზმი იკვლევს ისეთი კონცეპტების, ცნებების კონსტრუქციას, რომლებიც სუ-ს თეორიისთვის ტრადიციულად პრობლემატურად არ ითვლება. მაგალითად, „ძლიერება“ და „ძალა“. პოსტსტრუქტურალისტურ ანალიზში დიდ როლს თამაშობს „ნარატივების“ განხილვა. მაგალითად, ფემინისტური პოსტსტრუქტურალისტური ნაშრომები აქცენტს აკეთებს ქალების როლზე საერთაშორისო საზოგადოებაში, თუ როგორ მოიაზრებიან ისინი „უდანაშაულოებად“ და „სამოქალო პირებად“ ომის დროს.
პოსტსტრუქტურალისტური თეორიების მაგალითებია:

ცნებები

სისტემური დონის ცნებები

საერთაშორისო ურთიერთობებში ხშირად გამოყოფენ ანალიზის დონეებს. სისტემური დონის კონცეპტები არის ფართო ცნებები, რომლებიც განსაზღვრავს სუ-ს გარემოს, დახასიათებულს როგორც ანარქია.

ძალა

ცნება ძალა შეიძლება განვსაზღვროთ რესურსების, შესაძლებლობებისა და გავლენის ხარისხით საერთაშორისო ურთიერთობებში. ტრადიციულად გამოყოფენ ორი სახის ძალას: ხისტ ძალასა და რბილ ძალას. „ხისტ ძალაში“ იგულისხმება პირდაპირი ძალადობის საშუალებები, მაგალითად არმია. „რბილი ძალა“ ესაა ეკონომიკური, კულტურული და დიპლომატიური გავლენის აღმნიშვნელი სიდიდე. საბოლოოდ, მაინც არ არსებობს მკაფიო გამყოფი ხაზი ამ ორი სახის ძალას შორის.
პოლარობა
პოლარობა აღნიშნავს ძალთა განაწილებას საერთაშორისო სისტემაში. კონცეფცია წარმოიშვა ცივი ომის პერიოდში, როდესაც არსებობდა ბიპოლარული სისტემა,ანუ დაპირისპირება ორ სუპერსახელმწიფოს შორის. შესაბამისად, 1945 წლამდე საერთაშორისო სისტემა შეიძლება აღიწეროს, როგორც მულტი-პოლარული, ძალთა განაწილებით დიდ ქვეყნებს (Great Powers) შორის. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიო გახდა უნი-პოლარული. აშშ დარჩა ერთადერთ სუპერსახელმწიფოდ.
საერთაშორისო ურთიერთობების რამდენიმე თეორია გამოდის პოლარობის ცნებიდან.
ძალთა ბალანსი არის კონცეფცია, რომელიც შეესაბამება ევროპის პოლიტიკურ სისტემას პირველ მსოფლიო ომამდე.ძალთა ბალანსი გულისხმობს ძალთა გაერთიანებით(ბლოკებით) ომის თავიდან აცილებას და სისტემის შენარჩუნებას.აღნიშნული კონცეფცია პოპულარული გახდა ცივი ომის პერიოდში კენეტ უოლცის თეორიის წყალობით, სადაც წამოყენებულია ბალანსირებისა და ბენდვაგონინგის(სხვა სახელმწიფოსთვის გვერდში დადგომის) მექანიზმები.
ჰეგემონური სტაბილურობის თეორია ასევე ემყარება პოლარობის ცნებას, უფრო ზუსტად კი უნიპოლარულ მდგომარეობას. ჰეგემონია არის ძალთა უპირატესობა ერთი პოლუსის სასარგებლოდ საერთაშორისო სისტემაში. თეორიის მიხედვით, ესაა სტაბილური კონფიგურაცია, რადგან დომინანტური და არადომინანტური ძალები ერთმნიშვნელოვნად იგებენ ამ მდგომარეობით. ამგვარი მოსაზრება ეწინააღმდეგება ნეორეალიზმსა და კენეტ უოლცს. ეს უკანასკნელი ფიქრობს, რომ ცივი ომის შემდგომ დამკვიდრებული უნიპოლარულობა არ იქნება სტაბილური და მისი შეცვლა გარდაუვალია.
ძალთა გადასვლის თეორიის მიხედვით, უძლიერესი ქვეყანა (Great Power) გამოიწვევს ჰეგემონს რაღაც პერიოდის შემდეგ, რაც საბოლოოდ ომით დასრულდება. ამ თეორიის მთავარი აპოლოგეტი ა. ორგანსკი თავის ჰიპოთეზას ამყარებს ბრიტანული, პორტუგალიური და გერმანული ჰეგემონიამდელი ომებით.

ურთიერთდამოკიდებულება

ბევრი თვლის, რომ თანამედროვე საერთაშორისო სისტემა ყველაზე მეტად „ურთიერთდამოკიდებულების“ ცნებით შეიძლება დავახასიათოთ. გლობალიზაციის ფონზე სულ უფრო მეტად იზრდება ეკონომიკური ურთიერთობები. საერთაშორისო ორგანიზაციების როლი და უამრავი სამოქმედო პრინციპის საყოველთაო აღიარება აძლიერებს ურთიერთდამოკიდებულების იდეას.

დამოკიდებულება

დამოკიდებულების თეორია ძირითადად ასოცირდება მარქსიზმთან .ამ თეორიის მიხედვით, ბირთვის სახელმწიფოები ექსპლუატაციას უწევენ პერიფერიის სახელმწიფოებს. კლასიკური გაგებით ეს გარდაუვალია,ხოლო ნეომარქსისტების მიხედვით კი ცვლილების მოხდენაა აუცილებელი.

სისტემური საშუალებები

  • დიპლომატია არის კომუნიკაციებისა და მოლაპარაკებების პრაქტიკა სახელმწიფოების წარმომადგენლებს შორის. საერთაშორისო ურთიერთობების სხვა იარაღების ამოქმედება შეიძლება მივიჩნიოთ დიპლომატიური ურთიერთობების ჩავარდნად.
  • სანქციები არის დიპლომატიის კრახის შემდეგ ყველაზე ხშირად გამოყენებული იარაღი. ეს შეიძლება იყოს დიპლომატიური ან ეკონომიკური სანქციები, რაც შეიძლება გამოიხატოს კომუნიკაციების საშუალებების განადგურებით, ბარიერების დაწესებით და ა. შ.
  • ომი, სამხედრო ძალის გამოყენება, საერთაშორისო ურთიერთობების უკიდურესი საშუალება.კლაუზევიცის სიტყვებით, „ომი პოლიტიკის გაგრძელებაა სხვა საშუალებებით“. ომის შესწავლა საერთაშორისო ურთიერთობებში „სამხედრო საქმისა“ და „სტრატეგიის“ ცოდნითაა შესაძლებელი.
  • საერთაშორისო დაგმობა შეიძლება ასევე ჩაითვალოს საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთ საშუალებად. ესაა საერთაშორისო დონეზე რომელიმე ქვეყნის ქმედებების დაგმობა. ცნობილი მაგალითია გაეროს ადამიანის უფლებების კომისიის 1235 პროცედურა, რომელიც სახალხოდ ადანაშაულებს სახელმწიფოებს ადამიანის უფლებების დარღვევაში.

ერთეული დონის ცნებები

ერთეული დონის ცნებები ეხება არა საერთაშორისო სისტემას, არამედ სახელმწიფოს.

რეჟიმის ტიპი

ხშირად მიიჩნევა, რომ სახელმწიფოს რეჟიმის ტიპი განსაზღვრავს მისი სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობების ხასიათს.
დემოკრატიული მშვიდობის თეორიის მიხედვით, დემოკრატიული სახელმწიფოების ხასიათი განსაზღვრავს მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას. ამ თეორიის მიმდევრები ამბობენ, რომ დემოკრატიული სახელწიფოები საგარეო ასპარეზზეც ხელმძღვანელობენ დემოკრატიული ნორმებით. დემოკრატია ხელს უწყობს ორმხრივ ნდობასა და პატივისცემას.
კომუნიზმის მიხედვით, რევოლუცია უნდა განხორციელდეს მთელ მსოფლიოში და მშვიდობიანი თანაცხოვრება დამკვიდრდება პროლეტარიატის დიქტატურის შედეგად.

რევიზიონიზმი/სტატუს ქვო

სახელმწიფოები შეიძლება დავაჯგუფოთ ორ ტიპად: პირველი, რომლებიც აღიარებენ საერთაშორისო სტატუს ქვოს და მეორენი,რომელთაც სურთ მისი რევიზია, გადასინჯვა. რევიზიონისტ სახელმწიფოებს სურთ საერთაშორისო წესებისა და პრაქტიკის ფუნდამენტური შეცვლა. ისინი თანამედროვე საერთაშორისო სისტემას უყურებენ, როგორც დასავლეთის პირმშოს, რომელიც ამაგრებს არსებულ რეალობას. იაპონია არის სახელმწიფო, რომელიც რევიზიონისტულიდან გახდა სტატუს ქვოს მხარდამჭერი. ეს უკანასკნელი ამ ეტაპზე უფრო მომგებიანი მისთვის.

რელიგია

ხშირად მიიჩნევენ, რომ რელიგიის ფაქტორმაც შეიძლება განსაზღვროს ქვეყნებს შორის ურთიერთობები. რელიგია არის მომწესრიგებელი სისტემა ისლამურ ქვეყნებში, მაშინ როდესაც დასავლეთი არის სეკულარიზილებული და ლიბერალური ტრადიციით ერთმანეთს დაშორებულია სახელმწიფო და რელიგია.

ინდივიდუალური, სუბსახელმწიფოებრივი დონის ცნებები

სახელმწიფოზე უფრო ქვედა, ინდივიდუალური დონის ცნებები გვეხმარება ბევრი საკითხის ახსნაში საერთაშორისო ურთიერთობებში. ამასთანავე ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც სახელმწიფო-ცენტრული მიდგომიდან თავის დაღწევის ერთგვარი მცდელობა.
  • ფსიქოლოგიური ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში მომდინარეობს სახელმწიფოს, როგორც „შავი ყუთის“ რეალისტური ხედვის საპირისპირო გაგებიდან, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს სხვა, დაფარული გავლენებიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე. პერსონების როლის შესწავლა გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეიძლება გარკვეული მოვლენების ახსნაში გამოგვადგეს კიდეც. ფსიქოლოგიური ფაქტორის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ჯგუფური აზროვნების კონცეფციაა.
  • ბიუროკრატიული პოლიტიკა ყურადღებას ამახვილებს ბიუროკრატიის როლზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
  • რელიგიური, ეთნიკური და სეცესიონისტური ჯგუფები — სუბ-სახელმწიფოებრივი დონის თეორიების ეს ასპექტი ძალზე მნიშვნელოვანია თუ გავიხსენებთ რელიგიურ ომებსეთნიკურ კონფლიქტებს და სხვა პროცესებს, როდესაც ადამიანები ცდილობდნენ სახელმწიფოებრივი ჩარჩოდან გასვლას. პრაქტიკაში ეს ცნება შეიძლება ფართოდ გამოვიყენოთ პრე-მოდერნულ, სუსტ სახელწმიფოებს შორის ურთიერთობების ანალიზისთვის.
  • მეცნიერება, ტექნოლოგია და საერთაშორისო ურთიერთობები — მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ზეგავლენა საერთაშორისო ურთიერთობებზე.